ნინო წილოსანი – “წარმატებული მენეჯერი” დავით კეზერაშვილის უახლოესი ოჯახიდან და მილიონერი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან“

2847

ნინო წილოსანი, რომელიც მილიონერ დეპუტატთაგან ერთ-ერთია, შთამბეჭდავი ქონებით გამოირჩევა. მისი გამორჩეული საპარლამენტო საქმიანობის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის, ისევე როგორც მისი გამორჩეულობის შესახებ არც მანამდე არაფერი იცოდა, ვიდრე მისი გვარი სკანდალურად არ გაჟღერდა საპარლამენტო არჩევნებში, როდესაც ლანჩხუთი-ჩოხატაურის სამაჟორიტარო ოლქში, „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატად ჯერ თემურ ჭკუასელი დაასახელა, მოგვიანებით ისე ჩახსნა, რომ მიზეზი არ უთქვამთ და მის ნაცვლად ნინო ბადრის ასული წილოსანი დაასახელა. ამ ფაქტის გარდა, წილოსანების გვარის გაჟღერებას კიდევ სხვა ვნებათაღელვა მოჰყვა, რადგან ბადრი წილოსანს დიდი ოდენობის სახელმწიფო თანხების და სხვისი ქონების დატაცებას ედავებოდნენ. თუმცა, ამას არჩევნების შედეგებზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია და ლანჩხუთი-ჩოხატაურის ხმას პარლამენტში წილოსანი წარმოადგენს, თუმცა ეს ხმა არ ისმის!

ნინო წილოსანის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც დეპუტატმა მიმდინარე წლის 31 იანვარს შეავსო, ის და მისი ოჯახი ფლობენ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართებს, მიწის ნაკვეთებს, წილებს სხვადასხვა კომპანიებში, იღენებ საჩუქრად 100 ათას ლარს მშობლებისგან და ა.შ.

დეკლარაციის მიხედვით, ნინო წილოსანის საკუთრებაშია 2 ბინა თბილისში, მოსაშვილის ქ.#26, 124,7 კვ.მ. რომელიც 2016 წელს შეუძენია და თამარაშვილის 4ა-ში მდებარე 223,7 კვ.მ ბინა, რომელიც 2014 წელს აქვთ შეძენილი. თუმცა არც ერთი ბინის ფასი დეკლარაციაში მითითებული არ არის.

2011 წელს 2 არასაცხოვრებელი ფართი აქვთ შეძენილი თბილისში: ქვიშხეთის ქ. #1-ში მდებარე 60,91 კვ.მ და ც. დადიანის 144-ში მდებარე 82,9კვ.მ ფართები. ნასყიდობის თანხა არც აქ არის მითითებული.

ნინო წილოსანის საკუთრებაშია ოზურგეთში, დაბა ურეკში არსებული 440 კვ. მ მიწის ნაკვეთი, რომელიც დეპუტატს 2009 წელს შეუსყიდია და ნასყიდობის თანხა არც აქ არის მითითებული.

წილოსანი ფლობს ასევე თამარაშვილის 4ა-ში მდებარე 15,7 კვ.მ ავტოფარეხს, რომელიც 2009 წელს შეუძენია.
უფრო შთამბეჭდავია წილოსანის მეუღლის, ვლადიმერ აბულაძის მფლობელობაში მყოფი ქონება.
დეკლარაციის მიხედვით, ვლადიმერ აბულაძე ფლობს 2 ბინას თბილისში, ერთს მცხეთაში, მიწის ნაკვეთს საგურამოში და არასაცხოვრებელ ფართებს თბილისის ცენტრში.

ამდენად, ვლადიმერ აბულაძის საკუთრებაშია თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი N37-ში მდებარე 131,6 კვ.მ ფართის ბინა. ასევე, დაბა წყნეთში, თამარ მეფის ქუჩაზე, სადარბაზო 1, სართული 1, ბინა N1, კორპუსი N1-ში მდებარე 60 კვ.მ ფართის ბინა. ხოლო საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ ფლობს 1175 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს. მცხეთაში გმირის ქუჩა N3ა, ბინა N12, 94,55 კვ.მ ბინა აუქციონზე შეუსყიდია დეპუტატის მეუღლეს, თუმცა არც აუქციონზე და არც ჩეულებრივ ვითარებაში შეძენილი არც ერთი ქონების ფასი დეკლარაციაში მითითებული არ არის.

ვლადიმერ აბულაძის საკუთრებაშია რუსთაველის გამზირის #40-ში მდებარე 59 კვ.მ და ბალანჩივაძის ქ.#40-ში მდებარე 72, 4 კვ.მ. ფართები, რომელთა ღირებულების შესახებ გრაფა, ასევე ცარიელია.

ვლადიმერ აბულაძის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა ბმვ X 5 სახელმწიფო ნომრით: VMK 333, რომელშიც 30 000 ამერიკული დოლარი გადაუხდია.

ვლადიმერ აბულაძე ფლობს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფასიან ქაღალდებს, 1242 ერთეულს და 2012 წელს მასში 2990 ლარი გადაუხდია.

ნინო წილოსანი „შპს მკურნალი 2002“-ში 52%-იანი წილის მფობელია. ამ შპს-ში ერთადერთი პარტნიორი ჰყავს, ია ცერცვაძე და შარშან „მკურნალი2002“-დან 30 000 ლარის შემოსავალი მიუღია.

წილოსანი წილს ფლობს ასევე შპს „ენ-დუო-კონცეპტ საქართველოში“, სადაც მისი წილი 23%-ია და სამი პარტნიორი ჰყავს – ლევან ჭანტურიძე, გიორგი არეშიძე და ნატო ქარქაშაძე. ამ საწარმოდან დეპუტატს მოგება არ უფიქსირდება ქონებრივ დეკლარაციაში.

ნინო წილოსანი ასევე ფლობს 25 %-იან წილს“ შპს რეტრო 77“-ში და მისი პარტნიორები არიან ანა ჯაბაური, გურამ რატიანი და საბა კერესელიძე. დეპუტატს არც ამ შპს-დან მიუღია შემოსავალი.

ნინო წილოსანი „შპს S.R.O Almitrans ჩეხეთი U Zvonařky 2536/1d“- ში საკუთარი მეუღლის, ვლადიმერ აბულაძის პარტნიორია, ისევე როგორც, შპს „U.S TRADING COMPANY აშშ 1 Tameron place“-ში და სადაც მართვის უფლებამოსილება სწორედ მეუღლეზეა აქვს დელეგირებული.

წილოსანის მეუღლე ვლადიმერ აბულაძე ფლობს შპს „ბინ თრეიდინგ საქართველო“-ში 52%-იან წილს და მისი პარტნიორი ბაირამ ბაირამოვია. დეკლარაციაში არც ამ საწარმოდან მიღებული შემოსავლის შესახებ წერია რამე.

ვლადიმერ აბულაძე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ნათ ექსპორტი საქართველოს” დირექტორია, ისევე როგორს, შპს „შულავერის არამადნეული მასალების ქარხანაში“, თუმცა აქ 60%-იან წილსაც ფლობს და მისი პარტნიორი ვლადიმერ ტყეშელაშვილია.

ვლადიმერ აბულაძე შპს „ვაგონტესტი საქართველოში“ 10%-იან წილს ფლობს, საკუთარ სიმამრთან – ბადრი წილოსანთან ერთად. ამ საწარმოში მათი კიდევ ერთი პარტნიორი მამუკა დოლიძეა. წილოსანებს არც ამ საწარმოდან მიუღიათ შემოსავალი. ყოველშემთხვევაში, ეს დეპუტატის დეკლარაციაში ასახული არ არის.
ვლადიმერ აბულაძე შპს „ბილდინკო საქართველოშიც: ფლობს წილს და მისი პარტნიორი ავთანდილ კვაჭანტირაძეა.

ვლადიმერ აბულაძე შპს „U.S TRADING COMPANY აშშ 1 Tameron place“-ც დლობს წილს, თუმცა შემოსავალი აქაც რ აქვს მიღებული, ჯერჯერობით.

ვლადიმერ აბულაძე შპს „S.R.O Almitrans ჩეხეთი U Zvonařky 2536/1d“-შიც პარტნიორია და ოჯახს არც აქედან მიუღია შემოსავალი.

ნინო წილოსანს, ყველა იმ საწარმოში, სადაც პარტნიორად ფიქსირდება, საკუთარი წილები მართვაში გადაცემული აქვს დავით სამხარაშვილისა და მეუღლის, ვლადიმერ აბულაძის სახელზე.
დეკლარაციის შევსების მომენტში ნინო წილოსანს საბარათე ანგარიშებზე ჰქონდა 100 და 1057 ლარი, ხოლო ხელზე 12, 000 ლარი დანაზოგი.

ნინო აბულაძეს პარლამენტის წევრის ხელფასი 55, 485 ლარი მიუღია, ხოლო ვლადიმერ აბულაძეს ვაგონმშენებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან 4915 ლარი და ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან 6250 ლარი. გარდა ამისა, ვლადიმერ აბულაძე, რომელიც რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ფინანსური დირექტორია, გასამრჯელოს სახით, 39, 250 ლარი მიუღია.
ფართების იჯარიდან ნინო წილოსანს 36, 955 და 780 ლარი აქვს მიღებული.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნინო წილოსანს 2016 წელს იპოთეკური სესხი აუღია 180,000 ამერიკული დოლარის ოდენობით, ათი წლის ვადით და სესხის უზრუნველყოფისთვის 26, 921 ლარი გასავალი ჰქონია დეკლარაციის შევსების მომენტში.

სამომხმარებლო სესხი აუღია ვლადიმერ აბულაძესაც თიბისი ბანკში – 2012 წელს, 168,000 ლარის ოდენობის და დეკლარაციის შევსების მომენტში სესხის უზრუნველყოფისთვის გასავალმა შეადგინა 31 311,94 ლარი.
ნინო წილოსანს მამამ – ბადრი წილოსანმა 100,000 ლარი აჩუქა.

ნინო წილოსანის დეკლარაციაში, გასავლის გრაფაში აღნიშნულია, რომ მან შვილების განათლებისთვის ჯამში 65,441 ლარი და 87 გადაიადა. იქვე მითითებულია საკუთარი სწავლის გადასახადიც – 3814 ლარი.
გარდა ამისა, მას მოგზაურობისთვის 5500 ამერიკული დოლარი დაუხარჯავს.

“2020NEWS” დეპუტატის რეზიუმეთიც დაინტერესდა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.

წილოსანს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტია. ხოლო მისი კარიერული წინსვლა დაწყებულა 2004 წელს. იგი 2004-2007 წლებში მუშაობდა სს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მთავარი ბუღალტერიის განყოფილებაში ბუღალტრად. 2007-2008 წლებში სს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ხელფასის განყოფილების უფროსად. 2008-2012 წლებში იყო შპს ვაგონმშენებელი კომპანიის ფინანსური კონსულტანტი. 2008-2012 წლებში სს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2012-2016 წლებში ვაგონმშენებელი კომპანიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი.

ცნობისათვის, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის, ისევე როგორც ვაგონმშენებელი ქარხნის მფლობელი ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანია. ბადრი წილოსანს და მის ოჯახს წლების განმავლობაში სხვისი და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისებას ედავებოდნენ.

ბადრი წილოსანი და მისი ოჯახი დავით კეზერაშვილთან დაახლოებული პირები არიან. „ქართულ ოქნებას“ არც ეს ამბავი, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაწინაურებული და გამდიდრებული სხვა პირების მმართველ გუნდში გადმობარგება, რა თქმა უნდა, უხერხულობას არ უქმნის!

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here