“თბილისის მერიას “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტა 25 მილიონზე მეტი დაუჯდება”

53

„სითი პარკის“ გენერალური დირექტორი ბენიამინ ლაჰავი აცხადებს, რომ თბილისის მერიას კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა, შესაძლოა, 25 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდეს.

როგორც ლაჰავი აცხადებს, 25 მილიონი ლარის შესახებ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი, თუმცა დოკუმენტში დევს ფორმულა, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს თანხა უნდა დაანგარიშდეს.

„მთავარი რიცხვი მოდის ხელშეკრულებაში ჩადებული ფორმულის საფუძველზე, მაგრამ პირველ რიგში, უნდა დაისვას კითხვა, რა გზით წავალთ. თუ შეთანხმდება მხარეთა შორის, რომ პირგასამტეხლოს გადახდა უნდა მოხდეს, მარტივად შეიძლება ამის დათვლა ფორმულის მიხედვით, მაგრამ თუ მხარეთა შორის შეთანხმება ვერ მოხერხდება, ეს უფრო ძვირი დაუჯდება თბილისის მერიას. აუდიტორული კომპანია „ესტერიანგის“ მიერ ამ თანხის დათვლა არ იყო ჩვენი იდეა. დავით ნარმაინამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მან მოიწვია აუდიტი და ჩაატარა კვლევა და მიიღო ის შედეგი, რაც მიიღო.

მათ გამოიყენეს ხელშეკრულებაში ჩასმული მექანიზმი, პრაქტიკაში მოიყვანეს ფორმულა, რომელიც იქ წერია და გამოიყვანეს ეს ციფრი. ამის შემდეგ მიაწოდეს მერიას. უკვე ჩართულები არიან პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებმაც კომპანიის უფლებები საერთაშორისო დონეზე უნდა დაიცვას და, რა თქმა უნდა, ეს უფრო ძვირი დაუჯდება მერიას“, – განაცხადა ლაჰავიმ.

თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 10 აპრილიდან შევა. მისივე თქმით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here