ნინო ბურჯანაძე – ჩვენ ვართ ღრმად ქართული პოლიტიკური ძალა, რომელიც დაფუძნებული ვართ ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე

678

– საზოგადოებაში, მედიაში ხშირად საუბრობენ თქვენზე, რომ არ გამოტოვებთ საპრეზიდენტო არჩევნებს და თქვენს კანდიდატურას დაასახელებს „ლიდერთა საბჭო“, თუმცა იქ სხვა ლიდერებიც არიან, მაგალითად შალვა ნათელაშვილი… როდის გამოაცხადებთ თქვენს გადაწყვეტილებას?

– ამ გადაწყვეტილების გამოცხადება ჯერ არ არის სასწრაფო. ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. არაფერი შეიცვლება ახლა გამოვაცხადებ თუ ორი თვითს შემდეგ. რაც შეეხება საგარეო კურსს, რა თქმა უნდა, მნიშნელოვანი არის ადამიანის ხედვა, როგორ ხედავს ის ქვეყნის განვითარებას. ქვეყნის საგარეო კურსს პარლამენტი განსაზღვრავს და არა პრეზიდენტი. პრეზიდენტი უნდა იყოს ძლიერი ფიგურა, რომელიც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებას შეძლებს. პრეზიდენტთან მიმართებაში მთავარია, ყველას ესმოდეს და სჯეროდეს, რომ მისი ქვეყნის პრეზიდენტი არის გამოცდილი, კომპეტენტური ადამიანი, რომელსაც თავის ქვეყანა უყვარს და არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება ქვეყნისათვის ზიანის მომტანი იყოს.

– ოპოზიცია გაყოფილია ორ ნაწილად პრორუსულ და პროდასავლურ ძალებად. რთული იქნება გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაგიჭირონ სხვა პარტიებმა…

– საერთოდ, ხელოვნური დაყოფები პროდასავლური და პრორუსული – ეს არის სამარცხვინო. მე ვთვლი, რომ ამით თავის მოწონება, რომ ვინმე პრორუსი ან პროამერიკელია, ქართული საზოგადოებისთვის და ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის დიდი სირცხვილია. ყოველთვის ვამბობდი და ყოველთვის გავიმეორებ, ჩვენ ვართ ღრმად ქართული პოლიტიკური ძალა, რომელიც დაფუძნებული ვართ ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე, ქართულ ტრადიციებზე, თუმცა ჩვენ არ ვართ რეგრესის მომხრე, ჩვენ ვართ ძალიან პროგრესული ადამიანები და ვთვლი, რომ სწორედ ჩვენნაირი ძალა უნდა მართავდეს ქვეყანას. ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და აირჩიოს – ან ისინი რჩებიან ბიძინა ივანიშვილის ნაყიდ მსახურებად და მონებად ან იბრძვიან იმისათის, რომ თავისუფალი ადამიანები გახდნენ და მათი ქვეყანა არ იყოს ერთი ადამიანის ეზოდ გადაქცეული. თავმოყვარე ადამიანებისათის პრინციპულად მნიშვნელვანი უნდა იყოს, რომ ქვეყანა აღარ იქნება ერთი პირის საწარმო და ქვეყანა დაემსგავსება სახელმწიფოს.

– ნებისმიერმა ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, რა უნდა შესთავაზოს მოსახლეობას ისეთი, რომ უარი ათქმევინოს სახელისუფლო კანდიდატზე?

– მე დღეს შეხვედრა მქონდა რაიონების წამომადგენლებთან. მათ მითხრეს, რომ მიუხედავად იმისა რომ არჩევნების შემდეგ პრაქტიკულად უკვე 6 თვეა გასული, ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოახერხა ხელმძღვანელი პირების დანიშვნა და ბევრგან მოვალეობის შემსრულებლები აკეთებენ საქმეს. აი ეს არის ამ მთავრობის უსუსურობა, არაკომპეტენტურობა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას არ აძლევს ნორმალური განვითარების და ნორმალურად ცხოვრების საშუალებას და ამის შეცვლა უნდა შესთავაზოს მომავალმა პრეზიდენტმა. ახალმა პრეზიდენტმა უნდა შეიცვალოს მართველობის ის ფორმა, როდესაც ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას ყველაფერზე, რომელი ხე სად იყოს, რომელი მინისტრი სად იყოს, რომელ საკრებულოში ვინ იყოს საკრებულოს თავმჯდომარე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის სამარცხვინო ვითარება. ჩვენ აღმოვჩნდით სამარცხვინო ერის მდგომარეობაში.

ჰაიტიმაც კი, დანგრეულმა, გაუბედურებულმა, მიწასთან გასწორებულმა ჰაიტიმაც კი არ აირჩია პრეზიდენტად ოლიგარქი. საქართველომ და საქართელოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თავისი პასიურობით და უიმედობით, ზოგმა კიდევ პირდაპირი გაყიდვით, გააკეთა ის, რომ ქვეყანა ოლიგარქმა იყიდა. იყიდა იმისთვის, რომ თავისი მილიარდები იყოს დაცული.

დღეს, ოლიგარქებს შორის ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში ივანიშვილი არის, რომელსაც თავის დასაცავად აქვს საკუთარი ქვეყანა.

გაზეთი „ახალი თაობა“

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here