განახლებული „შერატონი“ სექტემბერში გაიხსნება

302

განახლებული „შერატონი“ სექტემბერში გაიხსნება. სასტუმრო, რომელშიც 3 წელზე მეტია სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, უმაღლესი კლასის იქნება.

სასტუმროს რენოვაცია 51 მილიონი დოლარი დაჯდება. იქვე მოეწყობა გასართობი ცენტრიც, რაშიც 9 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „შერატონი“ რას ალ-ხაიმას საემიროს შეიხის საუდ ბინ საქრ ალ ქასიმის კომპანიამ ჯერ კიდევ 2007 წელს 67,5 მილიონ დოლარად შეიძინა.

„შერატონის“ გახსნის დეტალებზე ეკონომიკის მინისტრმა დუბაიში, რას-ალ-ხაიმას საამიროს ამირთან, შეიხ საუდ იბნ საკრ ალ-კასიმთან შეხვედრზე ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ რას-ალ-ხაიმა, სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტო „რაკიას“ მეშვეობით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. მას ქვეყანაში 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა რას-ალ-ხაიმას საამიროს ამირთან, შეიხ საუდ იბნ საკრ ალ-კასიმთან. საერთო ჯამში, რას-ალ ხაიმას საინვესტიციო სააგენტოს მიმდინარე პროექტების მოცულობა 220 მილიონ დოლარზე მეტია. ეს არის „თბილისი მოლი“, რომელიც ყველა თბილისელისა და ტურისტისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო ადგილია. სასტუმრო „შერატონი“, რომლის რენოვაციაც ამჟამად მიმდინარეობს“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

სასტუმრო „შერატონის“ რენოვაცია 2014 წელს დაიწყო.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here