21 აპრილს თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართება

43

გერმანული კომპანია “-Heel“ და მისი ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში კომპანია „ბიომედიკა“ 21 აპრილს საერთაშორისო სამედიცინო სიმპოზიუმს გამართავენ. სამეცნიერო-პრაქტიკული სიმპოზიუმის თემაა – “ბიორეგულაციური თერაპია: სისტემური მიდგომა პაციენტის მიმართ და უნიკალური პრაქტიკული შესაძლებლობები“.

სიმპოზიუმები სისტემატიურად, წელიწადში რამდენჯერმე ტარდება, ამჯერად, რიგით მეათე სიმპოზიუმი სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში” გაიმართება.

სიმპოზიუმის საერთაშორისო ფორმატიდან გამომდინარე, მოხსენებებს მსოფლიო დონეზე აღიარებულ და სამედიცინო სფეროში მოღვაწე უცხოელი და ქართველი პროფესორები წაიკითხავენ. სიმპოზიუმს მოხსენებით გახსნის უკრაინაში მოღვაწე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალა იურიევა, ყირიმის ს. გეორგიევსკის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან. იგი ისაუბრებს ბიორეგულაციური თერაპიის როლსა და ადგილზე ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას. მოხსენებას წაიკითხავენ უკრაინის სექსოლოგიის, ანდროლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის ცენტრის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბორის ვორნიკი, უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის მეან-გინეკოლოგიისა და პედიატრიის ინსტიტუტის მ.მ.დ. ელენა ივანოვა და საქართველოში მომუშავე სხვადასხვა სფეროს წამყვანი სპეციალისტები.

“სიმპოზიუმს დაესწრება 300-მდე ექიმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომელიც ხელს უწყობს სამედიცინო განათლების გაღრმავებას და თანამედროვე მედიცინის მიღწევების გაცნობას, დისკუსია, კი რომელიც სიმპოზიუმის ბოლოს იმართება, ექიმებს საშუალებას აძლევს გაიღრმავონ ის უნარ ჩვევები, რომელთაც ყოველდღიურ პრაქტიკაში იყენებენ წამყვანი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში.

ბიომარეგულირებელი მედიცინა წარმოადგენს ცხოვრების ჯანსაღი წესის გამოძახილს – ფაქტობრივად, არის გამოსავალი, მკურნალობის ფორმა, რომელიც განაპირობებს ჩვენი ორგანიზმის სტაბილურ ჯანმრთელობას, გვაძლევს რა საშუალებას, თავი ავარიდოთ არაჰომეოპათიური მეთოდებით მკურნალობის შედეგად გამოწვეულ უარყოფით ეფექტებს. იგი გვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის მზარდ ხარისხსა და ოდენობას, რომელსაც ვიღებთ მსოფლიოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა ფსიქო-ემოციური, თუ სოციალური ხასიათის წნეხების გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი მიმართულებაა და ამ ნიშას უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს სხვადასხვა განვითარებული სახელმწიფოებიდან  რაც, თავის მხრივ, არა მარტო ხელს უწყობს ვიყოთ უფრო ჯანმრთელები, ან ფიზიკურად ძლიერები, არამედ წარმოადგენს მრავალი დაავადების პრევენციის უტყუარ საშუალებას. საქართველო, ამგვარი ღონისძიებების გამართვით, ცდილობს ფეხი აუწყოს მსოფლიო გამოწვევებს. სასიხარულოა, რომ ზემოთხსენებული სიმპოზიუმები პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ამ მნიშვნელოვან საქმეში წვლილი მიგვიძღვის”, – განაცხადა ბესიკ შამუგიამ

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here