საქართველოში გულის იმპლანტაცია შესაძლებელი გახდება

52

საქართველოში გულის იმპლანტაცია შესაძლებელი გახდება, – ამ საკითხზე თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს.

ქართველი და გერმანელი სპეციალისტები ოპერაციის დანერგვის გზებზე მსჯელობენ. გერმანელი კარდიოლოგები საკუთარ გამოცდილებას „ბოხუას“ კლინიკის ექიმებს გაუწევენ.

კონფერენცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა.

მისი თქმით, მსგავსი პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო პერიოდში გულის დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here