საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიცაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა

38

სამხრეთ საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ შეხვედრა გამართა ნიცაში მცხოვრებ ქართველებთან.

მინისტრის მოადგილემ საფრანგეთში საქართველოს ელჩთან ერთად მოინახულა ნიცაში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლის Georgian Dance Studio “International” წარმომადგენლები და მათ საქმიანობას გაეცნო. აღსანიშნავია, რომ ანსამბლის ხელმძღვანელი ქართული ფოკლორის პოპულარიზაციას მთელი საფრანგეთის მასშტაბით ახდენს, მისი ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლები ლიონსა და პარიზში.

ნიცაში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ მათ გააცნო საქართველოს სახელმწიფო პროგრამა დიასპორის შესახებ და მისი პრიორიტეტები. ხაზი გაესვა ქართული დისაპორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს აღმშენებლობის პროცესში და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის უდიდესი პრიორიტეტია დიასპორასთან მჭიდრო კავშირების დამყარება. მინისტრის მოადგილემ მათ გააცნო დიასპორის სახელმწიფო პროგრამები.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here