“ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენციები დღეს ზუგდიდსა და ქუთაისში გაიმართება

48

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენციები დღეს ზუგდიდსა და ქუთაისში გაიმართება. კონფერენციაზე საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებსა და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.

კონფერენცია ზუგდიდში 13.00 საათზე, ხელოვნებისა და განვითარების ცენტრში, ხოლო ქუთაისში 15.30 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.

კონფერენციებში მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

რეგიონული კონფერენციები უკვე გაიმართა მცხეთაში, გორში, ახალციხეში, რუსთავში, თელავში, ამბროლაურში, ბათუმსა და ოზურგეთში.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here