თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი “უკრაინა ფოკუსში“ გაიხსნა

35

თბილისი უკრაინული კინოს ფესტივალს „უკრაინა ფოკუსში“ მასპინძლობს. ფესტივალი დღეს კინოთეატრ “ამირანში“ გაიხსნა.

დღესვე ფესტივალის სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართება, მოგვიანებით კი ფესტივალის გამხსნელ ფილმს The Line-ს აჩვენებენ, რომელსაც მისი რეჟისორი და გადამღებული ჯგუფი წარადგენს.

უკრაინული კინოს ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ თანამედროვე უკრაინული კინოფილმების ჩვენებას 26-29 აპრილს უმასპინძლებს. ყველა სეანსზე დასწრება თავისუფალია.

ფილმები ორიგინალურ ენაზე ინგლისური და ქართული სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here