ოკუპანტებმა სოფელ ქვეშიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

33

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვეშიდან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე სერგო დარბაიძე უკანონოდ დააკავეს და გაიტაცეს. ამის მიზეზად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა სახელდება.

57 წლის მწყემსი ჯერ არცევში მდებარე სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში. მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება და ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებულ აფხაზეთში – 16, ცხინვალის რეგიონში კი 19 მოქალაქე დააკავეს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here