ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს

28

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს. ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორი დღეს გუშინ გათავისუფლებული არასრულწლოვანის ლაშა ხუროშვილის მამამ დატოვა.

მამა-შვილი რუსმა სამხედროებმა სოფელ ახმაჯთან, ტყეში დააკავეს, სადაც  შეშის მოსატანად იყვნენ წასული.

გათავისუფლებული დავით ხუროშვილი ქართველ სამართალდამცავებს უკვე გადასცეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხავენ.

საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here