ყოფილი მთავარ პროკურორს “იმედის” საქმეზე პროკურატურაში ელოდებიან

47

ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა ტელეკომპანია “იმედის“ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს. ზოდელავა უწყებაში 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

ის პროკურატურაში დაბარებას პარტიულ საქმიანობას უკავშირებს. ზოდელავა ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

საქმე ეხება ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონო ჩამორთმევის, ტელეკომპანია ,,იმედის“ სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების უკანონო შეჩერებისა და ტელეკომპანიის წილების იძულებით დათმობის დანაშაულებრივ ფაქტებს.

საქართველოს პროკურატურამ 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და მისი დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here