ხაშურსა და მცხეთაში ავტობუსის გაჩერებებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

58

ავტობუსის ორ გაჩერებას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მატარბელი გახდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდაში მდებარე ავტობუსის გაჩერებები.

ორივე ობიექტი XX საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი საკანონმდებლო მაცნეში დღეს 27 აპრილს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here