ქუთაისში, პაციენტს ცხვირიდან 17 წლის წინ ჩარჩენილი მავთული ამოუღეს

72

დიმიტრი მხეიძის სახელობის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა ,,გიდს” ახალგაზრდა პაციენტმა მიმართა, რომელსაც თავის ტკივილები, სუნთქვის გაძნელება და ცხვირში დისკომფორტი წლების მანძილზე აწუხებდა.

ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკა “გიდის” ფეისბუქგვერდი ავრცელებს.

17 წლის განმავლობაში პაციენტს სხვადასხვა კლინიკებში სინუსიტზე პერმანენტულად მკურნალობდენ.

როგორც საბოლოოდ გაირკვა, ახალგაზრდა ქალის სუნთქვის გაძნელების მიზეზი 17 წლის მანძილზე ცხვირში ჩარჩენილი რამდენიმე სანტიმეტრიანი მავთული იყო. ცხვირიდან მავთულის ამოღების შემდგომ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here