დავით სერგეენკოს მოადგილეებად ზაზა ბოხუა და დავით დუნდუა დაინიშნენ

26

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მოადგილეებად ზაზა ბოხუა და მიხეილ დუნდუა დაინიშნენ.

უწყების ცნობით, მინისტრის პირველი მოადგილე პროფესორი ზაზა ბოხუა გახდა, რომელიც ამ დრომდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი იყო.

ჯანდაცვის მინისტრის კიდევ ერთი ახალი მოადგილე მიხეილ დუნდუა გახდა, რომელიც ამავდროულად სოციალური მომსახურების სააგენტოს უხელმძღვანელებს.

დუნდუამ ამ პოზიციაზე ზაზა სოფრომაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ახალი მოადგილეები უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგნენ.

აღნიშნული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია 2020News-მა გუშინ გაავრცელა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here