ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში ხანძრის შედეგად ორი საკლასო ოთახი დაიწვა

36

ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ პირველ არხს განუცხადა, მეორე სართულზე დამწვარია ორი საკლასო ოთახი.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოახდინეს.

ხანძრის მომენტში სასწავლო პროცესი დამთავრებული იყო. გამომწვევ მიზეზებს სპეციალური კომისია დაადგენს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here