აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის გამოცხადებული ტენდერი დიდი სკანდალის მიზეზი გახდება!!!

329

ვიდრე ხელისუფლება, გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი და კომპანია „ედლაინი“ აზიურ ფაროსანას წარმატებით დაამარცხებენ (თუ დაამარცხეს) იქნებ ვინმე დაინტერესდეს, როგორ ტარდება ამ ქვეყანაში ტენდერები. მაგალითად, პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ მეორედ მოსვლის ჟამს შემობრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ მაინც მოიკითხოს ეს ამბავი, რა თქმა უნდა, კომპეტენტურ ადამიანებთან. გიორგი კვირიკაშვილს თუ ჰკითხა, ან თუნდაც დიმიტრი ქუმსიშვილს, წინასწარ შეგვიძლია იმის თქმა, რომ პასუხი ობიექტური და კომპეტენტური არ იქნება!!!

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის გამოცხადებული ტენდერი და ის შედეგი, რითაც ტენდერი დასრულდა, შესაძლოა დიდი სკანდალის მიზეზი გახდეს. ტენდერის უცნაური შედეგით მხოლოდ ოპოზიცია და ნიკანორ მელია არ არის გაკვირვებული, რასაც ეკომონიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს. ამ შედეგით გაკვირვებულები არიან პრემიერის ადმინისტრაციაშიც. ჯერჯერობით არ ვიცით, პოლიტიკაში მეორედ მოსვლის დროს შემობრუნებული ბიძინა ივანიშვილის პოზიცია.

საქმე იმაშია, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისათვის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი სარეკლამო კომპანია „ედლაინმა“ მოიგო. მართალია ბატონი ვიცე-პრემიერი უარყოფს, მაგრა, ეს კომპანია პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკს მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რადგად აღნიშნული კომპანია „პალიტრამედის“ ჰოლდინგში შემავალი სუბიექტია და ჰოლდინგის მეწილე კი დიმიტრი ქუმსიშვილის მეუღლე – ნატალია თევდორაშვილია!

ამ საკითხზე „გუშინ ნიკანორ მელიამ “ტვპირველის” ეთერში გააკეთა განცხადება, ციტატა: “ გამოაცხადეს რაღაცა, მილიონ ლარამდე ტენდერი… და ვინ მოიგო ეს ტენდერი, რომელიც უკონკურენციო იყო, ანუ არ ყავდა კონკურენტი, დახურული ტენდერი?.. ქუმსიშვილის ოჯახის წევრმა, ქუმსიშვილის მეუღლის ბიძაშვილმა”, – განაცხადა მელიამ. რასაც ვიცე-პრემიერმა შემდეგნაირად უპასუხა: „ჩემი გადმოსახედიდან, ნიკანორ მელია ერთი ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელსაც სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს და რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მან თვალებში პროკურორს უნდა ჩახედოს და არა მე, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ნიკანორ მელიას მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, ის არის ყველაზე უარყოფითი და წარუმატებელი პერსონაჟი, რომელსაც სჭირდება შოუს დადგმა და ამ შოუს დადგმაში, მე მას, რა თქმა უნდა, არ დავეხმარები. „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკანორ მელია გულზე სკდება იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა ვითარდება – მარტის თვეში გვაქვს 5.6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გადაფარონ ეს პოზიტიური მოვლენა“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მან ტელევიზიიდან შეიტყო იმ ტენდერის შესახებ, რომელზეც იყო საუბარი. მისი თქმით, ეს ტენდერი, მიღებული ინფორმაციით, ჩატარებულია სრულიად გამჭვირვალე, ელექტრონული წესით, კონკურენტულ გარემოში და კომპანიამ დაიმსახურა გამარჯვება იმიტომ, რომ დადო დაბალი ფასი და დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, რომელიც ტენდერის პირობებში იყო გათვალისწინებული.

„აქვე აღვნიშნავ, რომ ეს კომპანია საქმიანობდა მანამდე, სანამ მე მოვედი პოლიტიკაში და აბსოლუტურად წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას მას მერეც, რაც მე პოლიტიკიდან წავალ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ვიდრე მელია და ქუმსიშვილი გაარკვევენ, რომელმა მათგანმა უნდა ჩახედოს პროკურორს თვალებში, ან ორივეს ხომ არ მოუწევს პროკურირების თვალებში ჩახედვა, ბევრი სხვადასხზვა საქმეების გამო, მანამდე ტენდერის გამომცხადებელ უწყებას მეტი სიცხადისთვის, ამ ტენდერზე ამომწურავი პასუხების გაცემა მოუწევს. დღეს კი, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემდეგი სახის განმარტება გაავრცელა:

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის ერთერთი ძირითადი მიმართულებაა აქტიური საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა. ამ მიზნით, სურსათის ეროვნული საგენტო წლის დასაწყისიდან ახორციელებს ღონისძიებებს.

ამჟამად მავნებელთან ბრძოლის პროცესი აქტიურ ფაზაში გადადის და გაგრძელდება წლის ბოლომდე. ამ პერიოდში განხორციელდება წამლობითი სამუშაოები, გაგრძელდება მონიტორინგი, დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიის შესაბამისად, სწორედ ამ ეტაპზეა მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანი, რაც საჭიროებს ინფორმაციის მაქსიმალურად მიწოდებას, რაც უზრუნველყოფს ფაროსანას პოპულაციის შემცირებას და შედეგად სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.
საინფორმაციო კამპანიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სურსათის,ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რომელიც კონკურენტუნარიანობის პრინციპის, კანონმდებლობის წესების და ვადების სრული დაცვით ჩატარდა და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია. ელექტრონული ტენდერის პირობებიდან გამომდინარე, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე, ინფორმაცია სხვა მონაწილეებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომი არ არის. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე აღნიშნული ინფორმაცია გასაჯაროვდება.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ბროშურა “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ , რომელიც გავრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამოქმედდა საკოორდინაციო შტაბები დასავლეთ საქართველოსა და აჭარაში, სადაც თავს იყრის ელექტრონულ ბაზაში მონაცემები მონიტორინგის შედეგების შესახებ და იგეგმება მუნიციპალიეტეტების მიხედვით წამლობის ღონისძიებები. ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება ინფორმაცია მიმდინარე აქტივობების შესახებ. ამოქმედდა სპეციალური ვებგვერდი. სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებში და ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ინტენსიურ რეჟიმში იმართება მოსახლეობასთან შეხვედრები და სწავლებები სპეციალისტებისთვის, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. თუმცა უშუალოდ ტენდერის და მისი შედეგის შესახებ დავითაშვილის უწყებას დამატებითი განმარტებების გაკეთება მოუწევს!
ერთი ძალიან საინტერესო დეტალი – „ედლაინმა“ ტენდერი საწყის ფასზე 177 399 ლარით იაფად, 709 601 ლარად მოიგო?!
ნიკანორ მელიას განცხადებას სარეკლამო კომპანია „ედლაინიც” გამოეხმაურა.

ტენდერში გამარჯვებული სარეკლამო კომპანია “ედლაინი” განმარტავს, რომ ტენდერი გამოცხადდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, საწყისი ფასით 887 000 ლარი და ითვალისწინებს ფაროსანას საწინააღმდეგო საშუალებების და მათი მოხმარების შესახებ საინფორმაციო მასალების (მ.შ. ფილმების, სხვადასხვა რგოლების, ელექტრონული ბანერების, სტატიების და სხვ.) შექმნას და გავრცელებას პრაქტიკულად ყველა მედიის, ტელევიზიების (“ტვპირველი”, “რუსთავი 2”, “იმედი”, “პალიტრანიუსი”…), პრესის, ინტერნეტმედიის, სოციალური ქსელების და სხვ. საშუალებით.

ელექტრონული ტენდერი მოიგო ჩვენმა კომპანიამ 709 601 ლარად, ანუ საწყის ფასზე 177 399 ლარით იაფად. ტენდერი არ ყოფილა უკონკურენტო, ეს იყო ელექტრონული ტენდერი, სადაც “ედლაინმა” დააფიქსირა ყველაზე დაბალი ფასი და შესაბამისად გახდა
ტენდერის გამარჯვებული.

სარეკლამო კომპანია “ედლაინი” შედის “პალიტრამედიას” შემადგენლობაში, შესაბამისად, მას გააჩნია, როგორც ვიდეო, აუდიო, ბეჭდური თუ ვებ მასალების წარმოების საკუთარი საშუალებები და მრავალრიცხოვანი პროფესიონალი კადრები, ასევე ინფორმაციის განთავსების სხვადასხვა მედიაპლატფორმები, რომლებიც ასევე შედიან “პალიტრამედიას” შემადგენლობაში. “ედლაინი” თანამშრომლობს სხვა ქართულ მედიასაშუალებებთანაც როგორც დამკვეთი ორგანიზაცია.

რაც შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილთან ნათესაურ კავშირს, შპს “ედლაინის”, ისევე, როგორც “პალიტრამედიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირაკლი თევდორაშვილი, ნამდვილად არის დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილი.

ინფორმაციისთვის: “პალიტრამედია” დაფუძნებულია 23 წლის წინ და აერთიანებს 20-მდე კომპანიას, მედიის და მომიჯნავე სფეროებში.

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ, რადგან დამფუძნებელი მინისტრის ნათესავია, ჩვენმა, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიამ არ უნდა მიიღოს ტენდერსა თუ კონკურსში მონაწილეობა და არ შეასრულოს მომსახურება, რომელსაც დიდი მონდომებით, წარმატებით ასრულებს და ავითარებს. – ნათქვამია განცხადებაში.

ვიდრე ხელისუფლება, გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი და კომპანია „ედლაინი“ აზიურ ფაროსანას წარმატებით დაამარცხებენ (თუ დაამარცხეს) იქნებ ვინმე დაინტერესდეს, როგორ ტარდება ამ ქვეყანაში ტენდერები. მაგალითად, პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ მეორედ მოსვლის ჟამს შემობრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ მაინც მოიკითხოს ეს ამბავი, რა თქმა უნდა, კომპეტენტურ ადამიანებთან. გიორგი კვირიკაშვილს თუ ჰკითხა, ან თუნდაც დიმიტრი ქუმსიშვილს, წინასწარ შეგვიძლია იმის თქმა, რომ პასუხი ობიექტური და კომპეტენტური არ იქნება!!!

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here