გიგა ბოკერია – როცა მინისტრები შეურაცხყოფას აყენებენ პარლამენტს, უმრავლესობა სრულ უთავმოყვარეობას ავლენს

46

“ეს “ქართული ოცნების” მხრიდან იაფფასიანი პიარის მცდელობაა. დებატის წინააღმდეგები არ ვართ, მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ეს გუშინდელ ვითომ „პრინციპულობას“ ვერ გაამართლებს”, – ასე გამოეხმაურა ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიას უმრავლესობის ინიციატივას პრეზიდენტთან სატელევიზიო დებატების გამართვასთან დაკავშირებით.

როგორც ბოკერიამ განმარტა, როცა მინისტრები რეგლამენტს არღვევენ და ამით შეურაცხყოფას აყენებენ პარლამენტს, უმრავლესობა ამ დროს სრულ უთავმოყვარეობას ავლენს.

“ეს “ქართული ოცნების” მხრიდან იაფფასიანი პიარის მცდელობაა. დებატის წინააღმდეგები არ ვართ, მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ეს გუშინდელ ვითომ „პრინციპულობას“ ვერ გაამართლებს. მათ შეეძლოთ საღი აზრის ფარგლებში ცვლილებები მიეღოთ და და დაეთმოთ პრეზიდენტისთვის, მაგრამ გამოიჩინეს რაღაც პოლიტიკური ღირსება, რაც სხვა დროს ავიწყდებათ ხოლმე. პრინციპულობაა საჭირო როცა მინისტრები რეგლამენტს არღვევენ და პარლამენტს შეურაცხყოფას აყენებენ. ამას უმრავლესობაში ითმენენ და სრულ უთავმოყვარეობას ავლენენ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here