ქეთევან ციხელაშვილი – საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დააკავა ცხინვალის რეგიონიდან დევნილი, თბილისში მცხოვრები 22 წლის პირი

31

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულია ცხინვალის რეგიონიდან დევნილი, თბილისში მცხოვრები 22 წლის პირი, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

“ამ პროცესში ჩართული არიან როგორც ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმისათვის, რომ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოხდეს. მთელი ამდენი წლის განმავლობაში უკანონო დაკავებები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანის უფლებების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა ხორციელდება და 22 თებერვალს, ყველაზე უარესი ტატუნაშვილის დაკავება და მისი სიცოცხლის ხელყოფა მოხდა.

ეს ყველაფერი არის არა მხოლოდ უკანონო, პროვოკაციული და კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მიმართული, არამედ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისა და უფლებების წინააღმდეგ გამყოფი ხაზია და არავის ინტერესებში არ შედის – არც ქართველების, არც აფხაზებისა და არც ოსების“, – განაცხადა  ციხელაშვილმა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here