ჩეხეთში “ბანის“ კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

41

ჩეხეთში ცნობილი ქართულ ფოლკ–ჯგუფ “ბანის“ კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.

ჯგუფი ჩეხეთის საკურორტო ქალაქ კარლოვი-ვარის საკონცერტო დარბაზში წარსდგა მსმენელის წინაში და ძველი და ახალი რეპერტუალიდან სიმღერები შეასრულა. კონცერტს 400-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ძირითადი აუდიტორია რუსი და ჩეხი მსმენელისგან შედგებოდა.

ღონისძიება  ჩეხეთში მოღვაწე ქართველის ასმათ შანავას  ორგანიზებითა და  მხარდაჭერით გაიმართა.  ჩეხეთის  შემდეგ ქართული ფოლკ-ჯგუფი შვეიცარიას ეწვევა.

ჯგუფი “ბანი” 2011 დაარსდა. თავდაპირველად ექვსი თვის მანძილზე უკრავდნენ და მღეროდნენ თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელში. ქუჩის მუსიკოსობიდან მალევე გადაინაცვლეს რესტორნის სცენაზე. ცოტა ხანში კი, პირველი სიმღერა, რაჭული ჩაწერეს, რის შემდეგაც ჯგუფ „ბანს“ უკვე მთელი საქართველო იცნობს.

ამჟამად ჯგუფის რეპერტუარში 30–ზე მეტი სიმღერაა. „ბანის“ მუსიკა არა მხოლოდ ქართველებისთვისაა პოპულარული. ქართველი მომღერლების ჰიტებმა  ნამდვილ გრძნობებზე, მტკიცე მეგობრობასა და სამშობლოს სიყვარულზე მთელ მსოფლიოში ათასობით თაყვანისმცემელი მოიზიდა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here