წვევამდელი ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეძლებენ

40

სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმების ფარგლებში წვევამდელი ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეძლებენ. რეფორმის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის გიორგი მღებრიშვილის თქმით, ამ რეფორმით მოგვარდება იმ ახალგაზრდების პრობლემა, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მოსაზრებების გამო ამბობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე.

„სავალდებულო სამხედრო სამსახური შესაძლებელი იქნება წვევამდელებმა მოიხადონ ჩვენს სამსახურში. ახალგაზრდების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რომლებიც უარს აცხადებენ რელიგიური თუ სხვა მოსაზრებით სავალდებულო სამხედრო სამსახურზე.

ჩვენ მათ ვთავაზობთ, ალტერნატიულ სამსახურს, რომელიც ჩაეთვლებათ სავალდებულო სამხედრო სამსახურში“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here