გელათში სავარაუდოდ, მე-14 ან მე-16 საუკუნის პერიოდის ქვევრები და კედლის ნაწილები აღმოაჩინეს

33

გელათში არქეოლოგებმა, ღვარსადენების რეაბილიტაციის პროცესში, ქვევრები და კედლის ნაწილები აღმოაჩინეს.

აღმოჩენა, სავარაუდოდ, მე-14 ან მე-16 საუკუნის პერიოდს ეკუთვნის.

“ჩვენ გელათში გეგმურ სამუშაოებს ვაწარმოებდით, საუბარია ტაძრის ეზოში სხვადასხვა მიმართულებით გაყვანილ ძველ ღვარსადენებზე. სამუშაოების დროს გამოიკვეთა რამდენიმე ქვევრი და სხვადასხვა დროის ქვითკირის ნაგებობათა ნაშთები. მიმდინარეობის აღმოჩენის შესწავლა“, – განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველმა როლანდ ისაკაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here