ვასილ ურუშაძე – სამოქალაქო ავიაცის სააგენტოზე ინფორმაციების განადგურება სააგენტოს ხელმძღვანელების ინტერესებში შედიოდა

152

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე ავიაციის სააგენტოზე განხორციელებულ თავდასხმას საეჭვოდ მიიჩნევს და კიბერ-შეტევის ინსპირატორად სააგენტოს ადმინისტრაციას ასახელებს.

“ძალიან საეჭვოა, რომ აუდიტის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე კიბერშეტევა განხორციელდა. ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ მათზე განხორციელდა კიბერ თავდასხმა და სწორედ იმ შიდა სერვერებზე, სადაც ინახებოდა ეს ინფორმაცია, ყველაფერი წაშლილია. არადა, ეს ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მტკიცებულება, აუდიტის ჩატარების დროს. ახლა რა გამოდის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია წაშლილია და ფაქტიურად განადგურებულია. ეს ეჭვს არ იწვევს?“, – ამის შესახებ ,,ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორმა ,,2020NEWS”-თან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ურუშაძე განმარტავს, კიბერშეტევაში იკვეთება იმ ადამიანების ინტერესები, რომლებსაც სურდათ საავიაციო სააგენტოში არსებული დარღვევები ევროპის საავიაციო სააგენტოს აუდიტის დროს არ ყოფილიყო აღმოჩენილი. ურუშაძეს ეჭვი აქვს, რომ შეიძლება ამ პროცესში სწორედ სააგენტოს ხელმძღვანელობა ყოფილიყო ჩართული.

“ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰაბ ჯორჯია” 2 წელია უკვე აქტიურ მონიტორინგს ვეწევით სწორედ ტრანპორტის სისტემების მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ჩვენ არაერთი ფაქტი გვქონდა გასაჯაროებული, სადაც იყო საუბარი და ისმოდა კითხვები დარღვევებთან დაკავშირებით. ამ დარღვევებს სავარაუდოდ, ჩადიოდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლები და ხელმძანელი პირები. ასევე, იყო კონკრეტული ფაქტები, როცა სხვადასხვა ავია კომპანიის თანამშრომლები საუბრობდნენ, რომ ხდებოდა ავია კომპანიების მხრიდან სააგენტოსთან შეთანხმებით ორმაგი დოკუმენტაციის წარმოება, ხდებოდა საბუთების გაყალბება და ასევე ირღვეოდა ავია კომპანიების თანამშრომლების უფლებები და მათი უსაფრთხოება იდგა რისკის ქვეშ. ჩვენ ეს დოკუმენტები არაერთხელ გავასაჯაროვეთ, არაერთხელ მივმართეთ საქართველოს პროკურატურას, საგამოძიებო უწყებებს, რომ ჩატარებულიყო საფუძვლიანი გამოძიება და იმ კითხვებს, რაც მაშინ გაგვაჩნდა გაცემოდა აფდეკვატური პასუხი, თუმცა მთავრობის სხვადასხვა უწყებების მხრიდან რეაგირება არ მოყოლია ამ ფაქტს. ჩვენ გვქონდა დიდი იმედი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მოხდებოდა ამ საკითხის შესწავლა. სწორედ უახლოეს პერიოდში, მაისის თვეში უნდა ჩატარებულიყო ევროპის სამოქალაქო ავიაცის სააგენტოს აუდიტი. შესაბამისად, ამ აუდიტის შედეგად გამოიკვეთებოდა ის სავარაუდო დარღვევები, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრი, მაგრამ ძალიან საეჭვოდ ემთხვევა დღევანდელი ფაქტი სწორედ აუდიტის ჩატარების დროს. მათი განცხადება, რომ ყველაფერი წაშლილია და ფაქტიურად განადგურებულია, გვიჩენს საფუძვლიანს ეჭვს, რომ შეიძლება ეს პროცესი იყო ინსპირირებული იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც სურს ეს ინფორმაცია არ მომხდარიყო საინფორმაციო ორგანიზაციების ხელში, არ ჩატარებულიყო საფუძვლიანი აუდიტი და შესაბამისად, პასუხისგებაში არ მიცემულიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან დამნაშავეები იმ დარღვევებზე, რა დარღვევებიც განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან“, – განაცხადა ურუშაძემ.

როგორც ცნობილია, დღეს ავიაციის სააგენტოს სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა. სააგენტოს ხელმძღვანელობის მტკიცებით, ყველა ინფორმაცია წაშლილია.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here