დღეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტები დაიკეტება

17

დღეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტები დაიკეტება. აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახური აღნიშნულის მიზეზად მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს ასახელებს.

ე.წ. საზღვრის გადაკვეთა დღეს საღამოს 20:00 საათიდან შეუძლებელი იქნება. მოძრაობის აღდგენა 10 მაისიდან იგეგმება.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here