,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი სოზარ სუბარი იქნება (?!)

3467

„2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იყოს.

სააგენტოს სანდო წყაროს ინფორმაციით, სოზარ სუბარი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ფავორიტია და მის კანდიდატურასთან კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.

„ივანიშვილს სუბარი მისი პოლიტიკური წარსულიდან და ასევე პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, ძალიან მოსწონს. ის პატიოსანი და მეოჯახე კაცის სტატუსით სარგებლობს“, – აცხადებს ჩვენი წყარო.

მისივე ინფორმაციით, სოზარ სუბარი მისი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით საქმის კურსშია. თუმცა, რამდენად უნდა პრეზიდენტობა, არ აკონკრეტებს.

„პრეზიდენტობა საპენსიო თანამდებობაა“, – უთხრა თანაგუნდელებს სოზარ სუბარმა.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მის დათანხმებას შეძლებს.

ცნობისათვის, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატობა მწერალ დავით მაღრაძეს შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ივანიშვილმა მაღრაძე ვერ დაითანხმა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here