საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

25

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით მთელი საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

დღეიდან შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონულ ცენტრებში მოსახლეობას პირისპირ შეხვდებიან და შეიარაღებულ ძალებში მსახურის პირობებს გააცნობენ.

დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სენაკში საინფორმაციო კამპანიას სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი შეუერთდა.
სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილობრივ მოსახლეობას სპეციალურად მომზადებული საინფორმაციო ბროშურები და თავდაცვის სამინისტროს გაზეთები დაურიგეს, განუმარტეს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის წესები, საჭირო დოკუმენტაცია და ის პრივილეგიები, რომელიც მომავალ სამხედრო მოსამსახურეებს კარიერის განმავლობაში ექნებათ.

ანალოგიური საინფორმაციო შეხვედრები უახლოეს მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.

ოთხწლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა 35 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ. საბუთების მიღება წარმოებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, ქალაქ თბილისში, მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ ბაზისა და ქალაქ ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. 595 05 06 85, 595 05 06 73, ონლაინ რეგისტრაცია: onlinebct.mod.gov.ge.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here