დავით ქევხიშვილი – 4 წელი თავს ვიკავებდი ყოფილი მთავარი მწვრთნელის ცილისწამებაზე და ქმედებებზე, ეს არის მართული პროცესი

28

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი მის წინააღმდეგ ძიუდოისტების გამოსვლას დაგეგმილ და მართულ პროცესს უწოდებს.

მისი თქმით, ეს პროცესი უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს.

“ეს არ დაწყებულა დღეს, უბრალოდ აქ იყო საჭირო მიზეზი და ეს იყო ევროპის წარუმატებელი ჩემპიონატი, თუმცა აქ ბევრმა თავისთავს უნდა მოსთხოვოს პასუხი, რატომ ვერ გამოვიდა და ვერ იჭიდავა, ამას დიდი ხანია, ეყრებოდა საფუძველი, 4 წლის განმავლობაში მე პირადად თავს ვიკავებდი, ყოფილი მთავარი მწვრთნელის თუ ნაკრების წევრების ცილისწამებაზე და უაზრო ქმედებებზე. რა თქმა უნდა, ამას ერთი-ორი ადამიანი არ აკეთებს, ეს არის დაგეგმილი და მართული პროცესი, დრო გვიჩვენებს და გამოაშკარავდება თითოეული მათგანი“, – განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

შეგახსნებთ, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრთა უმრავლესობა, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს, მათი თქმით, ქართულ ძიუდოში შექმნილი სავალალო ვითარება სწორედ დავით ქევხიშვილის არასათანადო მუშაობის შედეგია.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here