“ევროვიზია 2018“-ის მეორე ნახევარფინალში დღეს “ირიაო“ იმღერებს

26

“ევროვიზია 2018“-ის მეორე ნახევარფინალში დღეს საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო“ იმღერებს.

“ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“.

პირველ ნახევარფინალში საქართველოს კონკურსანტისთვის ხმის მიცემა არ შეეძლო, ვინაიდან საქართველოს წარმომადგენელი არ მონაწილეობდა. დღეს კი ქვეყანას არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცემა, რადგან ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში „ირიაო“ იმღერებს.

ევროვიზიის წესების მიხედვით, ქვეყანას თავისი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია, ამიტომ არჩევანი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე უნდა შეაჩერონ.

საქართველოს მოსახლეობას ხმის მიცემა ფინალურ კონცერტზეც შეეძლება.

რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენლისთვის ხმის მიცემის წესს, თუ ცხოვრობთ საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ავსტრალიაში, პოლონეთში, მალტაში, უნგრეთში, ლატვიაში, შვედეთში, მონტენეგროში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, რუმინეთში, სერბეთში, სან მარინოში, დანიაში, რუსეთში, მოლდოვასა და უკრაინაში, უნდა გადართოთ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც იმყოფებით.

ამის შემდეგ, საქართველოსთვის ხმის მისაცემად უნდა დარეკოთ ან გაგზავნოთ „ირიაოს“ გამოსვლის ნომერი – 10 ეკრანზე მითითებულ ნომერზე.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here