მერაბ ჟორდანიას შვილი კახი ჟორდანია საფეხბურთო კლუბ „დენ ბოსხის“ შეძენას გეგმავს

71

ჰოლანდიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას ვაჟი კახი ჟორდანია საფეხბურთო კლუბ „დენ ბოსხის“ შეძენას გეგმავს.

„დენ ბოსხი“ ჰოლანდიის ერედივიზონში გამოდიოდა, ახლა კი რანგით მეორე ლიგაშია და იქ სეზონი მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა.

„დენ ბოსხის“ გენერალური დირექტორი პოლ ვან დერ კრანი, რომელიც „ვიტესში“ მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა, ამბობს, რომ ჯერჯერობით შეთანხმება საბოლოოდ მიღწეული არ არის და ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა.

1 კომენტარი

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here