მე-11 ბატალიონი “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ავღანეთში ჩავიდა

41

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი ავღანეთში სრული შემადგენლობით ჩავიდა. ქვედანაყოფს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და 31-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ადუაშვილი დახვდნენ.

I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და სამოქმედო არეალს უახლოეს მომავალში სრულად გადაიბარებს. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების საკითხები და ოპერაციის რაიონის კონტროლი იქნება.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here