11 მაისს პროექტ – “მწერლები მშვიდობისათვის“ პრეზენტაცია გაიმართება

28

11 მაისს, 12:00 საათზე, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, პროექტ – „მწერლები მშვიდობისათვის“ პრეზენტაცია გაიმართება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,”მწერლები მშვიდობისათვის“ შეიარაღებული ძალების ღირებულებების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კონცეფციის ნაწილია.

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროექტის პრეზენტაციის სპეციალური სტუმრები იქნებიან “მხატვრები მშვიდობისათვის“ მონაწილე მხატვრები, რომლებიც ერთგვარად, ესტაფეტას გადასცემენ მწერლებს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here