ალადაშვილის კლინიკაში გაურკვეველი ინტოქსიკაციით ორი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

40

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში დაუდგენელი ნივთიერების ინტოქსიკაციით ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს, რომელიც მართვით სუნთქვაზეა.

ალადაშვილის სახელობის კლინიკის ინფორმაციით, 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გუშინ მიიყვანეს. კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტი უგონო მდგომარეობაში იყო, აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა და ასპირაცია.

ექიმის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რა ნივთიერებამ გამოიწვია ინტოქსიკაცია. მისივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმი აცხადებს, რომ მწვავე ინტოქსიკაციით მართვით სუნთქვაზე კლინიკაში ამ დროისთვის ორი პაციენტი იმყოფება. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს და მასაც მსგავსი სიმპტომები აქვს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here