“ბავშვთა სამყარო გადაწვა ივანიშვილმა და ამ ჩვენს უბედურებაზე პასუხისმგებელი სწორედ ეგ არის”

179

პოლიტიკაში მეორედ მოსულ ბიძინა ივანიშვილს მთაწმინდის პარკში ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები საპროტესტო პლაკატებით ელოდებიან. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ყრილობის მონაწილეებს ფეხქვეშ ლურჯი ხალიჩა გაუფინა, ყრილობის ჩატარება საპროტესტო აქციის ფონზე მოუწევს.

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები აცხადებენ, რომ ვიდრე ქვეყანას „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი მართავენ, ხალხისთვის უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება.

„რას ზეიმობენ ნეტავ, როდის წავიდა ან საიდან დაბრუნდა?! – აქ არ იყო, ეგ არ მართავდა ყველაფერს?! რა შეიცვალა უკეთესობისკენ? – პირიქით არის შვილო, უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით ხალხი. ბავშვთა სამყარო გადაწვა ივანიშვილმა და ამ ჩვენს უბედურებაზე პასუხისმგებელი სწორედ ეგ არის“, – უთხრეს „2020NEWS”-ს ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა, რომლებიც მთაწმინდის პარკში არიან შეკრებილები.

როგორც ცნობილია, დღეს მთაწმინდის პარკში ბიძინა ივანიშვილის „მეორედ მოსვლას“ ზეიმობენ.
„ქართული ოცნების“ მე-5 ყრილობა 16:00 საათზე დახურულ ფორმატში დაიწყება, ხოლო 17:00 საათიდან მოხდება ყრილობის ოფიციალური ნაწილის ტრანსილირება.

მთაწმინდის პარკში ყრილობაზე მოწვეული სტუმრები და „ქართული ოცნების“ წევრები ამ წუთებში იკრიბებიან.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here