უდიდესი დარტყმა ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატამდე 1 თვით ადრე

46

ფრანგული “პსჟსა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა დანი ალვეშმა შესაძლოა, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემები იტყობინებიან.

35 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთის თასის ფინალში 81-ე წუთზე საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო. დღეს ჩატარებული გამოკვლევებით კი დადგინდა, რომ ის მწვანე მინდორს მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება.

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც 5 კვირა არის დარჩენილი, შესაბამისად, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შეძლებს ფორმის აღდგენას ვეტერანი ბრაზილიელი.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here