ქუთაისში ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, დაშავებულია ერთი ადამიანი

32

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა და ოთხი ავტომობილი დაზიანდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი მაღაზიის მინის კარს დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here