ახალგაზრდა ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ვენაში სოლო კონცერტს გამართავს

205

დღეს ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა ვენიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო.

29 ივნისს მისი მესამე სოლო კონცერტი ვენაში, კაიზერის დარბაზში გაიმართება.

“პირველ რიგში, ვამაყობ ჩემი პროფესორით, ალექსანდრე გარბერით, რომელმაც მოახერხა და შესძლო ჩემში დაენერგა სწორი ენერგიის გამოყენების და მუშაობის პრინციპი. ეს დამეხმარა ყველა მნიშვნელოვან საკითხში.

რაც შეეხება ვენის კონცერტებს, პირველად მოცარტის სახლ-მუზეუმში გავმართე სოლო კონცერტი 2016 წელს. შემდეგ იყო ფოირიხის პიანისტთა საერთოშორისო კონკურსი ვენაში, სადაც გრანპრიორი გავხდი და 2 სპეციალური პრიზი მომანიჭეს. ეს იყო კონცერტი ამსტერდამის ფესტივალზე და სოლო-კონცერტი ვენაში, კაიზერის დარბაზში. სწორედ ამასთან დაკავშირებით მივიღე მოწვევა რამდენიმე საათის წინ. ძალიან მიხარია და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

სამომავლოდ, ასევე, კონცერტი მექნება რახმანინოვის სახლ-მუზეუმში, სადაც ჩემი საკუთარი ფესტივალი დააარსეს, სახელად “გეგეჭკორი სერგეი რახმანინოვთან”. შემდეგ კი ვაპირებ მივიღო მონაწილეობა სხვა საერთოშორისო კონკურსებში!” – განაცხადა სანდრო გეგეჭკორმა “არტნიუსთან”.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here