ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს

45

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

დღევანდელ შეხვედრაზე 17 საკითხს განიხილავენ. განიხილავენ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხს, ასევე ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხს.

შეხვედრაზე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს კახა ქემოკლიძეს ირაკლი ანთაძე ჩაანაცვლებს, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს შერეული საკონტროლო კომისიის მონაწილე იყო. კომისიის სხდომები ცხინვალში იმართებოდა.

შეხვედრაზე ახალი წარმომადგენელი ჰყავს ოკუპირებულ ცხინვალსაც, მურად ჯიოევის ნაცვლად შეხვედრებს იგორ კოჩიევი დაესწრება.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here