ზუგდიდის საკრებულომ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი დაადგინა

669

ზუგდიდის საკრებულოს დადგენილებით, საფლავის სიღრმე არ უნდა იყოს 1.2 მეტრზე ნაკლები, ხოლო გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას – არანაკლებ 1 მეტრისა. დადგენილება 2018 წლის 4 მაისს საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიიღეს. ამის შესაებ ინფორმაციას Reginfo ავრცელებს.

იმავე დადგენილების თანახმად, რომელიც სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესებს განსაზღვრავს, ყოველ საფლავზე გამოიყოფა 12 კვ.მ (3X4) ფართობის ტერიტორია, რომლის საფასური 60 ლარია. ზღვრული ნორმის ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ მეტრზე დამატებითი საფასური 20 ლარი იქნება.

მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების, ასევე ლტოლვილების დაკრძალვა უსასაყიდლოდ მოხდება, ხოლო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე გავრცელდება 50%-იანი ფასდაკლება.

აღსანიშნავია, რომ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის შესახებ მითითებულია გარდაბნის, სენაკის და ქალაქ ფოთის წინა მოწვევის საკრებულოების დადგენილებებშიც.

1 კომენტარი

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here