მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა

16

მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 5 მაისს გამართული საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებისთვის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

„მე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვარ და არ მჭირდება დამატებითი კანონები, რომ გამოვიყენო ჩემი კონსტიტუციური უფლებები“, – განაცხადა ოპოზიციონერმა სასამართლოს დარბაზში.

ნავალნის თქმით, აქცია მშვიდობიანი იყო, ვიდრე ხელისუფლების მიერ მიყვანილი გაურკვეველი პირები არ მივიდნენ და ხალხს არ დაესხნენ თავს.

5 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, რუსეთის 100-მდე ქალაქში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები ლოზუნგით „ის ჩვენი ხელმწიფე არ არის“. აქციების დროს დააკავეს 1600-მდე ადამიანი, აქედან 230 დემონსტრანტი დააკავეს სანქტ-პეტერბურგში, 700-მდე კი – მოსკოვში. დაკავებულებს შორის იყვნენ არასრულწლოვნები და ჟურნალისტები, ასევე თავად ნავალნი, რომლის წინააღმდეგაც ორი ადმინისტრაციული საქმე აღძრეს – მასობრივი ღონისძიების გამართვის წესების განმეორებითი დარღვევისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here