მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის ივლისიდან მცირე ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები იცვლება

19

“საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელიც მცირე მეწარმეებისთვის დასაბეგრი შემოსავლის 5-ჯერ, 1 %-მდე შემცირებას ითვალისწინებს. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. გარდა ამისა, ზღვარი, რომლის მიხედვით, პირი მცირე მეწარმედ შეიძლება, ჩაითვალოს, 5-ჯერ გაიზრდება, 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე. აღნიშნული ცვლილებები, კანონპროექტის მიხედვით, 2018 წლის ივლისიდან ამოქმედდება.

“ეს ნიშნავს, რომ მცირე მეწარმე ფიზიკური პირების ასივე პროცენტი შეძლებს, ისარგებლოს შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით. აღნიშნული რეფორმა, საერთო ჯამში, შეეხება 120 000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს საქართველოში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.

სხდომაზე აგრეთვე განიხილეს საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების მიერ ინიცირებული ალტერნატიული წინადადებები „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებათა კანონპროექტის ცალკეულ ნორმებზე. საკანონმდებლო ინიციატივა კენჭისყრის შედეგად უარყოფილი იქნა.

დღესვე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „2011 წლის 10 მაისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1)“ N5 ცვლილებას.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here