უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სააგენტო „რია ნოვოსტი უკრაინას“ ხელმძღვანელი დააკავა

15

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსული საინფორმაციო სააგენტოს, „რია ნოვოსტი უკრაინას“ ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკი დააკავა.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერი ელენა გიტლიანსკაია აცხადებს, “რია ნოვოსტის“ კიევის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. მისივე თქმით, სამართალდამცავებს ჩხრეკის ჩასატარებლად ნებართვა და შესაბამისი დასაბუთებაც გააჩნიათ.

“სამართალდაცველებმა დაადგინეს, რომ „რია ნოვოსტის“ იყენებდა, აგრესორი ქვეყანა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდულ საინფორმაციო ომს აწარმოებს. ახლა საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, -აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერი.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here