ახალქალაქში აგრარული ბაზრის კონტროლიორი დააკავეს

18

კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ უფროსი კონტროლიორი მ.ო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დღეს დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, მ.ო.-მ პირადი გამორჩენის მიზნით ერთ-ერთ მოქალაქეს ფართი მიაქირავა, მან 1 000 ლარი აიღო, მაგრამ ხელშეკრულება არ გააფორმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე გამოძიება სსკ-ის 221–ე მუხლით დაიწყო

ახალქალაქის მერიის შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზარი“ 2014 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა მ.ო. უფროსი კონტროლიორის პოზიციას 2017 წლიდან იკავებდა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here