ბორჯომში, “ოპელი“ ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი ბეტონის კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა

24

ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი ბეტონის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა.

ავტომობილის მძღოლი, 27 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here