დიღომში “ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

64

დიღომში „ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს. რობაქიძის ქუჩაზე მდებარე ბანკში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით ბანკიდან გარკვეული თანხა გამოიტანა. წაღებული თანხის ოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიმდინარეობს აქტიური სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და თავისუფლების 5-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here