თურქეთი ისრაელის გენერალურ კონსულს სტამბოლიდან აძევებს

37

ოფიციალურმა ანკარამ სამშაბათს ისრაელის ელჩის გაძევების კვალდაკვალ, ოთხშაბათს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა გენერალურ კონსულს, რომელით თავის მოვალეობებს სტამბოლში ასრულებდა.

ამის შესახებ CNN Turk თურქეთის საგარეო სამინისტროში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის შესახებ ისრაელის გენერალურ კონსულს დღეს დილით ეცნობა.

სამშაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის ელჩს ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. ამის მიზეზი ღაზას სექტორთან ვითარების გამწვავება დასახელდა.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია პალესტინის საკითხზე 18 მაისს სტამბოლში საგანგებო სხდომას გამართავს.

ისრაელში აშშ–ის საელჩოს ახალი შენობა, რომელშიც დიპკორპუსი თელ–ავივიდან გადავა, იერუსალიმში ორშაბათს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. საელჩოს გადანაცვლება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივა იყო და ამ ღონისძიებას მისი შვილი ივანკა ტრამპი დაესწრო და სიტყვითაც მიმართა საზოგადოებას.

ამ ფაქტმა პალესტინელების შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან ვაშინგტონის ამ ნაბიჯში პალესტინაზე ისრაელის სრული იურისდიქციის აღიარებას ხედავენ მაშინ, როდესაც თავად სურთ საკუთარი დედაქალაქის იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსება.

ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის სამხედროებთან შეტაკებებში სულ მცირე 61 პალესტინელი დაიღუპა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here