მელანია ტრამპი საავადმყოფოში მოხვდა

155

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი საავადმყოფოში მოხვდა. მისი ოფისის ცნობით, მელანიას თირკმელზე მსუბუქი ქირურგიული პროცედურა ჩაუტარდა და კვირის ბოლომდე კლინიკაში დარჩება.

„პროცედურამ წარმატებით ჩაიარა, გართულებები არ ყოფილა. პირველი ლედი მალე გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება მსოფლიოს ბავშვებზე ზრუნვას“, – განაცხადა მელანია ტრამპის პრესსპიკერმა სტეფანი გრიშამმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოპერაციის დასრულების შემდეგ ვერტმფრენით გაემგზავრა  მეუღლის მოსანახულებლად. ამის შემდეგ კი ტვიტერზე დაწერა:

„ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მელანია კარგ განწყობაზეა. დიდი მადლობა ყველა კეთილისმსურველს”.

როგორც ამბობენ, ის პროცედურა, რაც მელანიას დასჭირდა, სისხლდენებისა და კიბოვანი წარმონაქმნების სამკურნალოდ გამოიყენება.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here