ნათია მეზვრიშვილი – 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე უსაფრთხოება დაცული იქნება

23

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე უსაფრთხოება დაცული იქნება.

როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა დაცულობა მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი.

“ღონისძიება გაიმართება, აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან და ამაზე წინასწარ შევხვდით, მოლაპარაკებები გავმართეთ”, – დასძინა მეზვრიშვილმა.

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აქციებიც იგეგმება.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here