ნინო ბურჯანაძე – პუტინი გიორგი მარგველაშვილს არ შეხვდება, ეს პრეზიდენტი მისთვის საინტერესო არ არის

161

“პირველი რიგში, მიხარია, რომ პოლიტიკოსები მიდიან იმ აზრამდე, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან დიალოგი არის საჭირო და აუცილებელი. როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, სამშობლოს მოღალატედ მაცხადებდნენ და ლამის დასახვრეტად მიმეტებდნენ. დღეს იგივეს ამბობს საქართველოს პრეზიდენტი“, – ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე.

ნინო ბურჯანაძე გიორგი მარგველაშვილს იმ ფაქტს ახსენებს, როდესაც მისი პრეზიდენტად არჩევიდან ძალიან მალე, ვლადიმერ პუტინმა მასთან შეხვედრის და დიალოგის მზაობა გამოთქვა, როგორი სამარცხვინო პასუხი გასცა მარგველაშვილმა – ჯერ დავეკითხები ჩემს დასავლელ პარტნიორებს და თუ უფლებას მომცემენ, მერე შევხდები ვლადიმერ პუტინსო. ეს იყო სამარცხვინო საქციელი სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტის მხრიდან“.

ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ მარგველაშვილის ამ შეთავაზებას არ მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი, რადაგან როგორც ამბობს, მისთვის უკვე საინტერესო არ არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩა ვადის ამოწურვამდე.

“ახლა ძალიან დაგვიანებული ხომ არ არის მარგველაშვილის მზადყოფნა?! როდესაც მისი ვადის ამოწურვამდე სულ რაღაც თვეებია დარჩენილი, რატომ უნდა შეხვდეს მას რუსეთის პრეზიდენტი?! – გიორგი მარგველაშვილმა, მინიმუმ 4 წლით დააგვიანა და დღეს ის სასაცილო და არასერიოზულ ვითარებაში იყენებს თავსაც და აყენებს ქვეყანასაც. მე დარწმუნებული ვარ რომ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას არანაირი რეალური შედეგი არ მოყვება“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

“ამის გარდა, მარგველაშვილი ამბობს, რომ შეხვედრას და დიალოგს ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ აქვს აზრი. ესეც არარაციონალური და სულელური განაცხადია, რადგან დიალოგი სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ ტერიოტორიული მთლიანობა აღდგეს და რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან გავიდეს. ამას არავინ გააკეთებს, სანამ დიალოგი არ შედგება“, – განმარტავს ბურჯანაძე.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here