როგორ დათმო ტყუპებზე ფეხმძიმე დედამ საკუთარი სიცოცხლე ჯანმრთელი შვილების გაჩენისთვის?

110

ამერიკელი ქალი, რომელმაც უარი თქვა კიბოს მკურნალობაზე, რათა ჯანმრთელი ტყუპები გაეჩინა, დაიღუპა.

32 წლის დანიელა დიკი გასულ თვეში გარდაიცვალა – ტყუპების გაჩენიდან 10 თვის თავზე. 2011 წელს ქალს მელანომა (კანის კიბო) ამოკვეთეს, რის შემდეგაც ხუთი წლის განმავლობაში დერმატოლოგები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ.

2015 წელს დანიელამ პირველი ბავშვი მშვიდობიანად გააჩინა. რეციდივი არ მომხდარა. მეორე ორსულობისას კი ქალს უჩვეულო სიმპტომები გამოუვლინდა: ის ძლიერ იღლებოდა და ძლივს ლაპარაკობდა. ორსულობის მეხუთე თვეში კი უკვე ცალკეული ფრაზების თქმასაც ვეღარ ახერხებდა. ექიმებმა დანიელას თავის ტვინსა და ნაწლავებში კიბოს მეტასტაზები აღმოუჩინეს და ოპერაციული გზით ამოკვეთეს.

ამის შემდეგ საჭიროს იყო სხივური თერაპიის დაუყოვნებლად დაწყება, რაც ქალს კიდევ ხუთი წლით გაუხანგრძლივებდა სიცოცხლეს. მაგრამ დანიელა დიკმა უარი თქვა მკურნალობაზე, ვინაიდან შიშობდა, რომ ეს ნაყოფს ზიანს მიაყენებდა.

შესაბამისად, სხივური თერაპიით მკურნალობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალმა ტყუპები გააჩინა. სამწუხაროდ, ამასობაში დაავადება უკვე ძალიან იყო გავრცელებული და იგი გარდაიცვალა.

დანიელა მშობიარობის დღიდან გარდაცვალებამდე ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა ადამიანებისთვის კანის კიბოს, მისი სიმპტომებისა თუ მკურნალობის თაობაზე.

მელანომა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ხშირ შემთხვევებში სწრაფად პროგრესირებს და მისი მეტასტაზები ადამიანის თითქმის მთელ ორგანიზმს ედება.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here