“ქართული მარშის” ლიდერები 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით, დახურულ შეხვედრას მართავენ

32

„ქართული მარშის” ლიდერები 17 მაისთან დაკავშირებით დახურულ შეხვედრას მართავენ. ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განმარტებით, “ქართული მარშის ” წევრები უნდა შეჯერდნენ, გამართავენ თუ არა 17 მაისს აქციას და რა ფორმით.

სანდრო ბრეგაძემ ორგანიზაციის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს გარკვეული პროვოკაციული ძალები დისონანსის შეტანას შეეცდებიან, თუმცა “ქართული მარშის” ამოცანაა აქციამ მშვიდობიანად ჩაიაროს.

ხვალინდელ გეგმებთან დაკავშირებით “ქართული მარშის” ლიდერები განცხადებას შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here